2018 წლის 2 მარტს, საღამოს საათებში, ა.ე.-მ არასრულწლოვანი – 9 წლის გოგონა ძალის გამოყენებით, ვარკეთილის მე-3 მასივში განთავსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა ა.ე. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ე-მ დანაშაული წინასწარი შეცნობით ჩაიდინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ა.ე. დამნაშავედ ცნო.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით განაჩენთა ერთობლიობით 16 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.